იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

22 იან 2024

საუბარი იყო, თითქოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნა თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რაც რა თქმა უნდა, სწორი არაა - მისი სახელი და გვარი საერთოდ არ იყო ნახსენები, ნახსენები იყო „მისტერ C“ და ალბათ, გარკვეული ფსევდონიმი ჰქონდა, არ ვიცი, საიდან გაიშიფრა, რომ „მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი იყო,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ანგარიშის თანახმად, დადებითადაა შეფასებული „ბატონი C“-ის [მიხეილ სააკაშვილის] ოთახში არსებული ინვენტარისა და ავეჯის არსებობა და აღინიშნა, რომ პალატა კარგადაა აღჭურვილი.