თეონა აქუბარდია ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დროებითი კომისიის მოწვევას ითხოვს

24 იან 2024

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია გია ვოლსკის მოუწოდებს გაიმართოს  ტერიტორიული მთლიანობის  დროებითი კომისია, სადაც იქნება განხილული  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი.

აქუბარდიას განცხადებით, 2023 წელი მძიმე მოცემულობით დასრულდა - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა იყო უკანონო გადაწყვეტილება.

დეპუტატის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე  იგეგმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ აპარტ-ოტელების მშენებლობა.

თეონა  აქუბარდია  რუსეთის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯების გამო დროებითი კომისიის გამართვას ითხოვს.