12 მარ 2017
პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუმრობდა. შეხვედრისას ირაკლი შარაბიძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა საზღვაო აკადემიასა და პოლონეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საელჩოს წარმომადგენლები საზღვაო აკადემიის სასწავლო პროცესს გაეცნენ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.