ენმ-ის განცხადება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 

24 იან 2024

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე გზის გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და შესაძლო კორუფციის რისკებზე საუბრობენ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები.

ოპოზიციის წევრების თქმით, აღნიშნული გზის მონაკვეთი სატენდერო პირობის თანახმად, 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას 14 მილიონი უკვე გადაერიცხა.