ფინანსთა მინისტრის და აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელის შეხვედრა

25 იან 2024

ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ღონისძიებები. 

როგორც ცნობილია, წელს 2-5 მაისს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება.