ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს 

27 იან 2024

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგაში, „შანდონგ ტაიშანში“ გააგრძელებს. „შანდონგ ტაიშანი“ ქალაქ ცინანის გუნდია, რომელმაც 2023 წლის სეზონი ჩინეთის სუპერ ლიგაში 58 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა.

ვაკო ყაზაიშვილი ბოლოს სამხრეთ კორეაში თამაშობდა. 30 წლის ნახევარმცველმა K ლიგაში გატარებულ სამ სეზონში 93 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

მან გუნდთან ერთად K ლიგა ზედიზედ 2022 და 2023 წლებში მოიგო. სულ კი კორეული კლუბის მაისურით 35 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.