ღარიბაშვილმა ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა

27 იან 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს დელეგაციასთან ერთად  უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს.

ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, სადაც ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.