უკრაინაში ომის 703-ე დღეს 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

27 იან 2024

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 703-ე დღეს. 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა.