„ბორდომ“ დავითაშვილის გოლით ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა 

30 იან 2024

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა ორის ლიდერ „ანჟერს“ უმასპინძლა და ზურიკო დავითაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი 70-ე წუთზე გაიტანა, 89-ე წუთზე კი შეცვალეს. ჟირონდელები 72-ე წუთიდან მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ, არბიტრმა მათი მცველი ჟან მარსელინი გააძევა.

22 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 28 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა.

ქართველი შემტევისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გოლი იყო. პირველი გოლი დავითაშვილმა სამ ოქტომბერს გაიტანა.