აზიის თასზე მეოთხედფინალისტების ვინაობა გაირკვა

01 თებ 2024

აზიის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა იმ გუნდის ვინაობა გაირკვა, რომელიც მეოთხედფინალში გავიდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონიის ნაკრებმა ბაჰრეინი დაამარცხა 3:1, ირანის ნაკრებმა კი სირიას პენალტების სერიაში მოუგო 5:3.

საბოლოოდ გუნდები ასე დაწყვილდნენ: ტაჯიკეთი-იორდანია; ავსტრალია-სამხრეთ კორეა; კატარი-უზბეკეთი და იაპონია-ირანი.