დღეს „დინამო“ ბათუმი მესამე ტესტ-მატჩს გამართავს 

01 თებ 2024

თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საქართველოს  მოქმედი  ჩემპიონი  „დინამო“   ბათუმი  დღეს მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ზღვისპირელების მეტოქე ამჯერად პოლონური „ზაგლებიე“ იქნება. შეგახსენებთ, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ორი ტესტ-მატჩი უკვე გამართა.

პირველ შეხვედრაში „ტერმალიცას“ ფრედ 1:1 ეთამაშა, შემდეგ კი მაკედონიურ „შკენდიას“, რომელთანაც 0:2 დამარცხდა.

„დინამოსა“ და „ზაგლებიეს“ მატჩი დღეს თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 18  საათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.