01 თებ 2024
აბუსერიძის 23 ნომერში მდებარე ის საბავშვო ატრაქციონები და სკვერი დაანგრიეს, რომელთა მოსაწყობადაც გასულ წელს ბათუმის მერიამ დაახლოებით 120 000-მდე ლარი დახარჯა.
საბავშვო სივრცის მიმდებარედ ერთ-ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ნაცვლადაც პარტია ლელოს წევრების განცხადებით, 40 სართულიანი კორპუსის აშენებას ''ქართული ოცნების'' შემომწირველი კომპანია გეგმავს და სკვერის ტერიტორია საპარკინგე ზონად სჭირდება.
ლელოს წევრები ბათუმის მერიას ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ, მერიაში კი ატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.
გვითხრეს, რომ საკითხზე წერილობით ინფორმაციას თავად ,,ლელოს“ წარმომადგენლებს მიაწოდებდნენ.