პარიზის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი მედლით დაასრულეს 

05 თებ 2024

დასრულდა პარიზის გრანდ სლემი ძიუდოში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.

ტურნირი ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან მათ მხოლოდ ერთი მედლის მოპოვება შეძლეს. ვიცე-ჩემპიონი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძე გახდა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ორ ქართველ მძიმეწონოსანს საბა ინანეიშვილს და ირაკლი დემეტრაშვილს ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ორივე დამარცხდა.