„ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ - სამეცნიერო კონფერენცია 

05 თებ 2024

''ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ - თბილისი ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას  მასპინძლობს.

ღონისძიებაში 6 ქვეყნიდან  80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.

დღესდღეობით მსოფლიოში ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, მათგან 14 სახეობა კი საქართველოშია აღმოჩენილი.

2018 წელს, ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.