ახალი სოციალური სახლები ქობულეთში

05 თებ 2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება 29 თებერვლამდე გაგრძელდება. ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და არ ექვემდებარება აღდგენა - რეაბილიტაციას ქობულეთის მერია დაეხმარება. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უკვე დაეხმარა 16 ოჯახს. პროექტში ჩართვის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართოთ.