სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა - ლიკვიდირებულია 2 თავდამსხმელი

06 თებ 2024

სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი.

შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.