შოთა არველაძის „ქარაგიუმრუქი“ თურქეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

07 თებ 2024

შოთა არველაძის "ქარაგიუმრუქმა" სტამბოლის "ათათურქზე" "სამსუნსფორს" უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თურქეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი სპეციალისტის გუნდი 68-ე წუთიდან 0:1 აგებდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება შეძლო და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

თურქეთის სუპერლიგაში არველაძის გუნდის გასავარდნ ზონაშია და მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ "პენდიკსფორს" უმასპინძლებს.