მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი - დეპუტატების შეკითხვები

08 თებ 2024

პრემიერის სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, მთავრობის ახალი კაბინეტის წევრების მისამართით დეპუტატებმა შეკითხვები დასვეს. 

რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა? როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?  როგორ გაძლიერდება თვითმმართველობები? ნეპოტიზმი, განახლებული რეგიონების პროგრამა, ეკონომიკა, სიღარიბე, რუსეთის აგრესია, ოკუპაცია – ამ და სხვა საკითხებით დაინტერესდნენ დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები. მათ ირაკლი კობახიძე რამდენიმე წუთში უპასუხებს.

მმართველი გუნდის წევრებს პრემიერთან ძირითადად შეკითხვები არ ჰქონიათ, ისინი მხოლოდ მადლობით შემოიფარგლნენ და აქცენტი სამთავრობო პროგრამაზე გააკეთეს.