გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ნერგეეთში

08 თებ 2024

სამძებრო სამუშაოები სოფელ ნერგეეთში დასრულებულია, ახლა ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნაპოვნია ყველა ცხედარი. გეოლოგების რეკომენდაციით, ამ ეტაპზე სოფელ ნერგეეთიდან 7 ოჯახია ევაკუირებული.