რაგბი ევროპის თასზე საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს უმასპინძლებს 

09 თებ 2024

ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის თასზე მეორე შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

ტურნირის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიაში ჩაატარა და 28:17 გაიმარჯვა და ამ მოგებით მსოფლიო რეიტინგში მეცამეტე პოზიციამდე აღზევდნენ.

პორტუგალიის ნაკრები კი ბელგიასთან წაგების შემდეგ მეთექვსმეტე პოზიციამდე დაეშვა. საქართველო-ნიდერლანდების მატჩი „ავჭალის“ სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.