ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია 

09 თებ 2024

პარიზში ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

„ჯვაროსნები“ წინა ტურნირის C ლიგის მეორე ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ და B ლიგაში დაწინაურდნენ, შესაბამისად, ახალ გათამაშებაში გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან. ერთა ლიგის გათამაშება 2024 წლის სექტემბერში დაიწყება.