ფერმერების პროტესტი

09 თებ 2024

ესპანეთში ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის მონაწილეებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს. როგორც მედია წერს, ისინი გზებზე ტრაქტორებით გადაადგილდებოდნენ, რამაც მოძრაობა შეაფერხა.  

აქციის მონაწილეებმა აღმოსავლეთ ესპანეთში ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.

 ესპანელი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვასა და საწვავის ფასების შემცირებას ითხოვენ.

ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და პორტუგალიაშიც.