NBA-ში ქართველების დუელი არც ამჯერად შედგა

09 თებ 2024

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიოს უმასპინძლა და 127:111 დაამარცხა.

ბითაძეს ამ შეხვედრაში სათამაშოდ მხოლოდ სამი წუთი მიეცა, თუმცა ქართველი ცენტრი მარგი ქმედებით ვერ გამოირჩა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილი არც ამჯერად ათამაშა.