რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

11 თებ 2024

რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინთან ერთად, სიაში კიდევ სამი პოლიტიკოსია. ყველა მათგანი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. კანდიდატები არიან რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე და „ახალი ხალხის“ წევრი ვლადისლავ დავანკოვი, კრემლის ლოიალური ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი და კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი.

პუტინი 2000 წლიდან მართავს რუსეთს, იგი ახლა დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს და არა მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატად.