ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ 

12 თებ 2024

ბულგარეთის დედაქალაქში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 12 სპორტსმენით - 10 მამაკაცით და ორი ქალით იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სავალდებულო ჩემპიონატია. შარშან ტურნირის ერევანმა უმასპინძლა.

ევროპის ჩემპიონები კი ლაშა ტალახაძე და შოთა მიშველიძე გახდნენ.