ქართველი მოკრივეების წარმატება „სტრანჟას თასზე“

12 თებ 2024

ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კრივში სტრანჟას თასზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოკრივეებმა.

ჩემპიონი გიორგი ყუშიტაშვილი გახდა. სახილ ალახვერდოვმა, ლაშა გურულმა და ნიკოლოზ ბეგაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გიორგი ყუშიტაშვილი გახდა პირველი ქართველი მოკრივე, რომელმაც ბულგარეთის პრესტიჟული შეჯიბრება მოიგო.