სოსო ჯაჭვლიანი ქაშუეთის ეკლესიიდან ტაშით გამოასვენეს

13 თებ 2024

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ.  

მსახიობი ქაშუეთის ტაძრიდან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართებოდა, ტაშით გამოაცილეს.  

სოსო ჯაჭვლიანს საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.  

ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.