გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 533 ჯარიმა დაიწერა 

13 თებ 2024

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, 4 თებერვლის ჩათვლით, 3 ათას  533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა,მათგან 646 მძღოლი ბათუმში. 

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ავრცელებს.     

უწყების ინფორმაციითვე, ყველაზე მეტი ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, ასეთი კი 2000-ზე მეტია.