ახალი სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე

14 თებ 2024

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯავახიშვილის 4ა-ში, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, აშენდება ახალი სკვერი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და საპარკო ინვენტარი.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემისა და მწვანე კორდის მოწყობა.

შეხვედრაზე ბათუმის მერმა დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.