ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

14 თებ 2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. რამშტაინის ჯგუფის მე-19 შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა.