სამზადისი 2024 წლის არჩევნებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი

15 თებ 2024

გაცხადებული მიზანი ცნობილია, გეგმები კი - დასახული. მომდევნო 100 დღეში ათი შეხვედრა - პარტია ,,ქართული ოცნება'' რეგიონებში პარტიის წევრებთან შეხვედრებს იწყებს.

პარტიის ახალმა თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე ხაზი გაუსვა მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას.  

მისივე თქმით, საჭიროა რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა.