15 თებ 2024
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჯერ კიდევ სადავოა საარჩევნო კანონმდებლობა და ცესკოს დაკომპლექტების წესი. თუ პარლამენტი ცვლილებებს მესამე მოსმენითაც მიიღებს შეიცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, მოადგილის პოზიცია კი სრულად გაუქმდება. ეს კვოტა აქამდე ოპოზიციას ეკუთვნოდა. ცვლილებებს აკრიტიკებს მესამე სექტორი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პარლამენტს მოუწოდებს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.