შენგელიას ორმაგი დუბლი და „ვირტუსის“ მარცხი იტალიის თასზე

16 თებ 2024

იტალიის თასის მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ტურინში რეჯანასთან 72:81 დამარცხდა  ტურნირს გამოეთიშა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მის ანგარიშზე 20 ქულა, 10 მოხსნა, ორ-ორი პასი და ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ამ თამაშის შემდეგ თორნიკე შენგელია ნაკრების რიგებში გამოცხადდება, კაპიტანი სხვებთან ერთად დანიასთან 23 თებერვლის მატჩისთვის მოემზადება.

ვირტუსს კი მორიგი მატჩი 29 თებერვალს აქვს, ევროლიგაში ბოლონიელები ვალენსიას უმასპინძლებენ.