„მტკიცე მცველი“ - ნატო-ს სამხედრო წვრთნები რუსეთთან კონფლიქტისთვის მომზადებას ისახავს მიზნად

16 თებ 2024

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნები „მტკიცე მცველი“ რუსეთთან კონფლიქტისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

წვრთნებში, რომელიც 22 იანვარს დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება, 90 000 ჯარისკაცი, 50 ხომალდი, 80 თვითმფრინავი და 1 000-ზე მეტი სახმელეთო სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

ფაინენშელი ასევე წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კიევის სადაზვერვო ინფორმაციით, პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ომისთვის ემზადება.