ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა

16 თებ 2024

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“ ბენეფიციარები მოინახულეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს. სამინისტროს წარმომადგენლები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობის პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა.

პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს.