გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა 

17 თებ 2024

გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის თასის მეოთხედფინალში უნიკახას შეხვდა. ქართველმა ცენტრმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ნახევარფინალში გავიდა.

ტენერიფემ უნიკახა სტუმრად 91:83 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

შერმადინის გუნდი თასის ნახევარფინალში ბარსელონას შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ვალენსია და რეალი დაუპირისპირდებიან.