„რიგითი“ - ნანო შაინიძის წიგნის პრეზენტაცია

17 თებ 2024

„რიგითი“ - ნანო შაინიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პოეტის შემოქმედება ამჯერად ჯარისკაცებმა მოისმინეს.

წიგნის პრეზენტაცია 101-ე ტერიტორიული ქვეითის თავდაცვის ბრიგადის ორგანიზებით გაიმართა, ხოლო წიგნი აჭარის მწერალთა სახლის  და განათლების სამინისტროს  ხელშეწყობით გამოიცა.

პოეტი ხუთი წიგნის ავტორია, ნანო შაინიძე ამჟამად სამხედრო სამსახურში ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებს გადის.