ბასილაშვილი ტრენტოს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

21 თებ 2024

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წელს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო, ახლა კი, 869-ე ადგილზეა და თამაში ფიუჩერსის რანგის ტურნირებზე უწევს. ბასილაშვილი ამჟამად იტალიის ქალაქ ტრენტოში იმყოფება და 25-ათასიანი ტურნირის ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

ნიკოლოზმა კვალიფიკაციაში იტალიელი ჩოგბურთელების დამარცხება მოახერხა.

ჯერ მანუელ პლუნგერს მოუგო 6:0, 6:4, შემდეგ კი ლორენცო სკიაბასის ასევე ორ სეტში - 6:2, 6:4.

თუ ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელი მეტოქე ძირითად ბადეში, მოგვიანებით გაირკვევა.