21 თებ 2024
მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან არსებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში.
შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს.