საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყება

21 თებ 2024

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.

დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.

ბილეთის შეძენის წესები კი ასეთია, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
  • თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

საქართველო - ლუქსემბურგის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

წარმატების შემთხვევაში საქართველო საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის საუკეთესოს თბილისში უმასპინძლებს.