ბასილაშვილი ტრენტოს ტურნირის მერვედფინალში გავიდა

22 თებ 2024

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მერვე ნომრად განთესილ გერმანელ ელმარ ეუპოვიჩს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:7, 6:0, 7:5 დაამარცხა.

თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე მომდევნო რაუნდში, მოგვიანებით, ფილიპო სპეციალისა და ფედერიკო ბონდიოლის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.