6 შვილის მამას დახმარებას დაპირდნენ

22 თებ 2024

სალიბაურში მცხოვრები 6 შვილის მამა დახმარებასა და ყურადღებას ითხოვს აჭარის მთავრობისგან.    

რამაზ შენგელია ამბობს, რომ  5 შვილი მძიმე სოციალური ფონის გამო მინდობით აღზრდაში ჰყავს. მეექვსე შვილს კი  ჯანმრთელობის   მძიმე მდგომარეობა აქვს და მკურნალობა უცხოეთში ესაჭიროება.  

საჭირო თანხების სათხოვნელად ის დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობის დაწყებას აპირებდა, თუმცა მას აჭარის მთავრობის წარმომადგენელი შეხვდა და თვის ბოლომდე დახმარებას დაჰპირდა.