ახალი სახანძრო ავტომანქანები

27 თებ 2024

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო ავტომანქანები შეიძინა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.