ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის პროგრამა

28 თებ 2024

ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა თბილისში. 

ორგანიზატორების განცხადებით, პროგრამამ გავლენა იქონია ქვეყანაში დასაქმებასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში შემოსავლების ზრდაზე, ასევე, გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაზე. usaid-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიუჯეტი 26 მილიონზე მეტი დოლარია. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შეერთებული შტატების ელჩმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.