საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა 

29 თებ 2024

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 20 მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა. მაღალი გამავლობის ავტომობილები, ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება.

საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზანი პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობაა.