ადამიანი, რომელსაც თერჯოლაში მდინარე ძუსაში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

02 მარ 2024

კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც თერჯოლაში მდინარე ძუსაში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

უბედური შემთხვევა სოფელ საზანოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს დასახმარებლად, 4 ადამიანი მიეშველა.. დინებამ ისინიც გაიტაცა.

მაშველებმა, ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.