სოფელ ხუცუბანში ტურისტი ხიდიდან გადავარდა

03 მარ 2024

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ტურისტი ხიდიდან გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, იგი თაღოვან ხიდზე ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც შემთვევა მოხდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, 40 წლის ქალს მრავლობითი დაზიანება აქვს და ამ წუთებში, გამოკვლევები უტარდება.

დაშავებული ბელორუსიის მოქალაქეა.