ქობულეთში, სოფელ გვარაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

05 მარ 2024

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი, რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამოძიება დაადგენს.