ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მეოთხედფინალისტი „პსჟ“ და „ბავარია“ გახდნენ 

06 მარ 2024

ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია. ესენი არიან ფრანგული „პარი სენჟერმენი“ და გერმანული „ბაიერნი“. ფრანგებმა განმეორებით შეხვედრა მბაპეს დუბლით მოიგეს და „რეალ სოსიედადი“ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხეს.

რაც შეეხება ბავარიელებს, მიუნხენელებმა „ლაციოს“ მიულერის გოლითა და კეინის დუბლით 3:0 მოუგეს.

მერვედფინალების კიდევ ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება, - „მანჩესტერ სიტი“ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს, „ლაიპციგი“ კი სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.