ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია 

06 მარ 2024

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირი ქალთა ერთა ლიგის ფორმატით ტარდება და გუნდები A, B და C ლიგაში არიან გადანაწილებულები. წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები C ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად კი ბელარუსი, ლიეტუვა და კვიპროსი ეყოლება.

საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება, ევროპის ჩემპიონატი კი 2025 წელს, 2-27 ივლისს შვეიცარიაში გაიმართება.